"წარმოიდგინეთ ღამე 4-5-ჯერ გეღვიძება საჰაერო განგაშით, ძილი არ გაქვს..." - რას ამბობს ლაშა ჟვანია ისრაელში, საჰაერო განგაშის დროს, გულის შეტევით გარდაცვლილ 9 წლის გოგონაზე?
ლაშა ჟვანიამ ისრაელში, საჰაერო განგაშის დროს, გულის შეტევით გარდაცვლილი 9 წლის გოგონას შესახებ ისაუბრა:
“ძალიან რთულია ამის გადატანა, წარმოიდგინეთ ღამე 4-5-ჯერ გეღვიძება საჰაერო განგაშით, ძილი არ გაქვს... თამარზე 7 ოქტომბრის ტერორისტულმა აქტმა იქონია გავლენა...“
9 წლის ებრაელი გოგონა, რომელსაც ისრაელის ქალაქ აშდოდში საჰაერო განგაშის ჩართვის შემდეგ გული გაუჩერდა, გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის წინ, აშდოდში საჰაერო განგაშის ჩართვის შემდეგ, 9 წლის თამარის ოჯახის წევრებმა თავშესაფარში დამალვა მოახერხეს, თუმცა გოგონას მწვავე პანიკური შეტევა დაემართა, რის შედეგადაც, გონება დაკარგა და გული გაუჩერდა.
თამარი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს. ექიმებმა მისი პულსის აღდგენა მოახერხეს, თუმცა ბავშვი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.