"ვინ ქმნის სასიკვდილო ქაოსს და ვინ სარგებლობს ამით, ეს უკვე აშკარა გახდა" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი?
ღაზაში პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის უკან აშშ-ის ამჟამინდელი მმართველი ელიტა დგას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.
„ვინ ქმნის სასიკვდილო ქაოსს და ვინ სარგებლობს ამით დღეს, ჩემი აზრით, ეს უკვე აშკარა გახდა. ეს არის აშშ-ის ამჟამინდელი მმართველი ელიტა და მათი სატელიტები, რომლებიც დგანან ღაზაში პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის, ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, ერაყისა და სირიის მოვლენების უკან“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა დასავლური სადაზვერვო სამსახურები და უკრაინა კვირას, დაღესტნის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამოწვევაში დაადანაშაულა.
"ინტერპრესნიუსი"