"არას­დროს არა­ფე­რი უთხო­ვია იმის გარ­და სო­ხუმ­ში დამ­მარ­ხე­თო" - რას წერს ზურა შევარდნაძე? - კვირის პალიტრა

"არას­დროს არა­ფე­რი უთხო­ვია იმის გარ­და სო­ხუმ­ში დამ­მარ­ხე­თო" - რას წერს ზურა შევარდნაძე?

ცნო­ბი­ლი ფლო­რის­ტი, "გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის" მფლო­ბე­ლი ზურა შე­ვარ­დნა­ძე ემო­ცი­ურ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს. ამ­ბა­ვი ეხე­ბა ქალს, რო­მე­ლიც ზურა შე­ვარ­დნა­ძის თქმით "გარ­დე­ნი­ას" მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და.

"ზუს­ტად 19 წლის წინ, შე­მოდ­გო­მა­ზე, ვი­ყი­დე პირ­ვე­ლი ნაკ­ვე­თი თბი­ლი­სის ზღვის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. მა­შინ აქ არც ას­ფალ­ტი იყო, არც შუქი, არც ელექტრო­ნი და გაზი, მი­სა­მარ­თიც არ გვქონ­და, არა­ფე­რი არ ერ­ქვა ჩვენს ქუ­ჩას. მო­შო­რე­ბით სულ ორი ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი, გა­უ­ლე­სა­ვი სახ­ლი ჩან­და. ჩვენს წინ დიდ, ძეძ­ვი­ან მინ­დვ­რებ­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მწყემ­სე­ბი ნა­ხირს აძო­ვებ­დნენ.

ჩემი ახალ­შე­ძე­ნი­ლი პა­ტა­რა ნაკ­ვე­თი იყო და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი და ჭა­ო­ბი სავ­სე სამ­შე­ნებ­ლო ნაგ­ვით.ახ­ლან­დე­ლი­ვით, მზი­ა­ნი თბი­ლი შე­მოდ­გო­მა იდგა, ძა­ლი­ან ვი­ყა­ვი გა­ხა­რე­ბუ­ლი და საქ­მეს ვე­შუ­რე­ბო­დი. გუ­რი­ა­ში ბი­ძა­ჩემს ლა­დოს და ას­კა­ნელ მე­ზო­ბელ ზუ­რია სის­ვა­ძეს შე­ვუთ­ვა­ლე, არი­ქა მიშ­ვე­ლეთ მეთ­ქი, ჩა­მო­ვიდ­ნენ და შე­ვუ­დე­ქით. ფე­ხი­სა­ლა­გი გავ­მარ­თეთ, ზუ­რი­ამ ჭა ამო­ი­ღო, ამო­ყო­რა და ჭა­ო­ბის წყა­ლი დრე­ნა­ჟებ­ში მივ­მარ­თეთ, რო­მელ­საც დღემ­დე ვი­ყე­ნებთ სარ­წყა­ვად. ეზო­ში მომცრო, ხის მწვა­ნე, ფი­ნუ­რი ვა­გო­ნი დავ­დგი, ის იყო ჩვე­ნი თავ­შე­სა­ფა­რი, სამ­ზა­რე­უ­ლოც და ზოგ­ჯერ სა­ძი­ნე­ბე­ლიც. დი­ლა­ო­ბით დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში ჩავ­დი­ო­დი, პა­მი­დო­რი, ყვე­ლი, ხახ­ვი, იშ­ვი­ა­თად ძეხ­ვი ან შე­ბო­ლი­ლი სიგა ამომ­ქონ­და სდი­ლის­თვის.

დაღ­ლი­ლე­ბი ვა­გონ­თან, ტი­რი­ფის ქვეშ, სა­ხელ­და­ხე­ლოდ ჯირ­ჯე­ბის­გან მო­წყო­ბილ მა­გი­დას­თან ვჭამ­დით ლადო, ზუ­რიე და მე.

იმ დღე­საც ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, ვბა­რეთ და ნა­ბა­რავ­ში ამორ­ჩე­უ­ლი ქვა ვაგ­რო­ვეთ. სა­სა­დი­ლოდ ფეხს ვით­რევ­დით, არ ვიმ­ჩნევ­დით, მაგ­რამ არ­ცერ­თს არ გვე­ხა­ლი­სე­ბო­და ისევ პა­მი­დო­რი, ისევ ხახ­ვი, ისევ ერევ­ნის ძეხ­ვი. ხელი რომ და­ვი­ბა­ნეთ და შე­ვიკ­რი­ბეთ, ეზო­ში რო­მელ­საც ჯერ არც ჭიშ­კა­რი ჰქონ­და და არც ღობე შუ­ახ­ნის, მა­ღა­ლი, შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ქალი შე­მო­ვი­და, თავ­ზეც შავი ებუ­რა. ერთ ხელ­ში დიდი ტი­ლო­გა­და­ფა­რე­ბუ­ლი ლან­გა­რი ეჭი­რა, მე­ო­რე­ში ტომ­რის ჩან­თა. გა­ვე­გე­ბე, გა­მი­ღი­მა მო­რი­დე­ბით, ოქ­როს ორი კბი­ლი გა­მო­უჩ­ნდა.

მო­სალ­მე­ბა­ზე­ვე შე­ვა­ტყვე მეგ­რე­ლო­ბა.- მე­ზო­ბე­ლი ვარ მე შენი შვი­ლო. გი­ყუ­რებთ ეს დღე­ე­ბია, შრო­მობთ კია ბევ­რს მარა გა­გი­მარ­თლებთ ღმერ­თით.

- გმად­ლობთ ქალ­ბა­ტო­ნო.

- ნელი მქვია მე, ბე­რუ­ლა­ვა იყო ჩემი ქმა­რი. სამი შვი­ლი მყავს, უფ­რო­სე­ბი ალ­ბათ შენ­ზე. აგერ ვართ უკან, გე­ცო­დი­ნე­ბა შენ ჩვე­ნი სახ­ლი, ასე მო­ე­წყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა..

მივ­ხვდი რა­საც გუ­ლის­ხმობ­და.

- გა­მო­მარ­თვი დიდა აწი, არ მი­წყი­ნოთ თუ სა­კად­რი­სად ვერ მო­გარ­თვით, გუ­ლი­თაა, ღმერ­თია მო­წა­მე.

და გა­და­ხა­და გა­ხა­მე­ბუ­ლი ტილო ლან­გარს.დიდ, გუ­ლუღ­მა ჯამ­ზე თეთ­რი, ფით­ქი­ნა ღომი ჩა­ორ­თქლი­ლი­ყო, პიტ­ნი­ა­ნი ნა­დუ­ღი და ბევ­რი სულ­გუ­ნის ნაჭ­რე­ბი ჩა­ე­დო გუ­ლი­ა­ნად შუ­ა­გულ­ში. ორი წი­წი­ლი შე­ეწ­ვა და კოხ­ტად და­ეჭ­რა, მწვა­ნე ტყე­მა­ლი და წი­თე­ლი სის­ხი­ნა აჯი­კა იდო ჭი­ქე­ბით კი­დევ ლან­გარ­ზე.გავ­შრი უხერ­ხუ­ლო­ბის­გან.

-ასე რა­ტომ შე­წუხ­დით?

-რამ შე­მა­წუ­ხა დიდა, მე­ზობ­ლის გუ­ლო­ბი­ზა წყარ­ში არ ჩავ­დგე­ბი კი­დომ? "გე­მო­შა ოჭ­კომ სკუა, შერ­გე გაუ ღო­რონთქ." კამ­პო­ტიც მო­გარ­თვით, არ დამძრა­ხოთ უკა­ცო ოჯა­ხი მაქვს და....

ჩან­თი­დან და­ორ­თქლი­ლი სამ ლიტ­რი­ა­ნი ქილა ამო­ა­ცო­ცა.თბი­ლად, დე­დობ­რი­ვად მი­ღი­მო­და თვა­ლე­ბი სი­კე­თით, სი­ხა­რუ­ლით ჰქონ­და სავ­სე, ბედ­ნი­ე­რი იყო რომ შეძ­ლო მის­თვის უცხო მაგ­რამ ახა­ლი მე­ზობ­ლის­თვის პა­ტი­ვი ეცა. მო­ვი­პა­ტი­ჟეთ, არ დარ­ჩა, გაგ­ვე­ცა­ლა.უე­ნოდ, უსი­ტყვოდ, გემ­რი­ე­ლად გე­ა­ხე­ლით. არც ლა­დოს, არც ზუ­რი­ას და არც მე არა­ფე­რი გვით­ქვამს.

სად არ ვყო­ფილ­ვარ, რა არ მი­ნა­ხავს, მას მერე ასე­თი გრძნო­ბით და ბედ­ნი­ერ­მა რო­დის ვი­სა­დი­ლე აღარ ვიცი.დღეს უკვე ამ ამ­ბი­დან 20 წლის თავ­ზე ვამ­ბობ, სა­ნამ ასე­თი და ამ­დაგ­ვა­რი ამ­ბე­ბი კი­დევ ხდე­ბა, ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი მოგ­ვე­რე­ვა, აი მერე მარ­თლა რა იქ­ნე­ბა ვე­ღარ გე­ტყვით.

გუ­შინ, კვი­რას შვი­ლებ­ში და შვი­ლიშ­ვი­ლებ­ში ჩაფ­ლუ­ლი, მად­ლი­ა­ნი, სი­ხა­რუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ნელი დე­ი­და აგერ კუ­კი­ა­ზე დავ­კრძა­ლეთ. არას­დროს არა­ფე­რი უთხო­ვია იმის გარ­და სო­ხუმ­ში დამ­მარ­ხე­თო.

ნელი დე­ი­და, გვა­პა­ტიე...."- წერს ზურა შე­ვარ­დნა­ძე.