"ჯერ კვარა, შემდეგ ბელინგემი" - როგორ ეხმიანება იტალიური მედია France Football-ის გადაწყვეტილებას - კვირის პალიტრა

"ჯერ კვარა, შემდეგ ბელინგემი" - როგორ ეხმიანება იტალიური მედია France Football-ის გადაწყვეტილებას

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ოქ­როს ბურ­თის" მი­ღე­ბის პრე­ტენ­დენ­ტთა შო­რის, იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მე-17 ად­გილ­ზე გა­ვი­და.

მას ჩა­მორ­ჩე­ბა მად­რი­დის "რე­ა­ლის" ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი, ჯუდ ბე­ლინ­გე­მი.

France Football-ის ამ­გვარ შე­დე­გებს ეხ­მი­ა­ნე­ბა იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა La Gazzetta dello Sport. "ჯერ კვა­რა, შემ­დეგ ბე­ლინ­გე­მი", - ვკი­თხუ­ლობთ გა­მო­ცე­მის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ცე­რე­მო­ნი­ას მე­უღ­ლეს­თან, ნიცა თა­ვა­ძეს­თან ერ­თად ეს­წრე­ბა. "კვა­რამ" ჟურ­ნა­ლის­ტებთნ მცი­რე კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა.

"ლეო მესი იმ­სა­ხუ­რებს ოქ­როს ბურ­თის მო­გე­ბას. მან მო­ი­გო მსოფ­ლი­ოს ჩემ­პპი­ო­ნა­ტი და მე სი­ტყვე­ბი არ მაქვს მის შე­სა­ფა­სებ­ლად", - თქვა ხვი­ჩამ. (წყარო)