ორნელა მუტი მოსკოვში სპექტაკლებს გამართავს - ის რუსულსაც სწავლობს: რას წერს რუსული მედია იტალიელ მსახიობზე - კვირის პალიტრა

ორნელა მუტი მოსკოვში სპექტაკლებს გამართავს - ის რუსულსაც სწავლობს: რას წერს რუსული მედია იტალიელ მსახიობზე

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­უ­რი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი, ორ­ნე­ლა მუტი ნო­ემ­ბერ­ში მოს­კოვს ეწ­ვე­ვა. მა­თი­ვე ცნო­ბით, მოს­კოვ­ში ითა­მა­შებს სპექ­ტაკლში - "ბე­თჰოვ­ე­ნი - გე­ნი­ო­სის გმი­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა".

პრე­მი­ე­რა 27 ნო­ემ­ბერს, მოს­კო­ვის ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­შია და­გეგ­მი­ლი, ხოლო 28 ნო­ემ­ბერს იგი­ვე სპექ­ტაკ­ლი ტა­გან­კას თე­ატ­რში და­დიგმე­ბა.

68 წლის იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი ამ­ჟა­მად იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ე­თით, პი­ე­მონ­ტში, თა­ვის აგა­რაკ­ზე ცხოვ­რობს და ძი­რი­თად თე­ატ­რშია და­კა­ვე­ბუ­ლი. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ მსა­ხი­ო­ბი პრე­მი­ე­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩავა რუ­სეთს და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ექ­ნე­ბა.

მსა­ხი­ობს სას­ტუმ­რო Lotte Plaza-ს ლუქს ნო­მერ­ში და­ა­ბი­ნა­ვე­ბენ და მოს­კოვ­ში მძღოლ­თან ერ­თად, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "მერ­სე­დე­სის" მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბა. ორ­ნე­ლა მუ­ტის მო­თხოვ­ნე­ბი არც ისე მდიდ­რუ­ლია, მთა­ვა­რია ნო­მერ­ში ჰქონ­დეს ცხე­ლი წყა­ლი, ყვე­ლი, ხილი და ჩაი. სხვა­თა შო­რის, ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო Lotte Plaza-ს Grand Suite ნო­მერ­ში ერთი დღე 288 ათა­სი რუბ­ლი (8200 ლარი) ღირს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­ნე­ლა მუტი რუ­სულს ონ­ლა­ინ აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სწავ­ლობს. ჯერ რუ­სუ­ლად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა ეს­მის; მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თობს თარ­ჯიმ­ნის დახ­მა­რე­ბით. სპექ­ტაკ­ლი იტა­ლი­ურ ენა­ზე იქ­ნე­ბა.

გააგრძელეთ კითხვა