შემზარავი დანაშაული რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში - რა მოხდა ვოლნოვახაში, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა ოჯახის ყველა წევრი და სტუმრები მოკლეს? - კვირის პალიტრა

შემზარავი დანაშაული რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში - რა მოხდა ვოლნოვახაში, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა ოჯახის ყველა წევრი და სტუმრები მოკლეს?

შემზარავი დანაშაული რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში - რა მოხდა ვოლნოვახაში სადაც რუსმა ჯარისკაცებმა ოჯახის ყველა წევრი და სტუმრები მოკლეს?

რუ­სებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში მო­რი­გი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს, რო­მე­ლიც ომის და­წყე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი და სას­ტი­კია.

შემ­თხვე­ვა დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ვოლ­ნო­ვა­ხა­ში მოხ­და. "შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ითხოვ­დნენ, რომ ოჯახს, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ, კი­დევ ერთი ოთა­ხი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის და­ეთ­მო. ოჯა­ხის 53 წლის უფ­როს­მა ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­თხოვ­ნას უა­რით უპა­სუ­ხა, უკ­მა­ყო­ფი­ლო ჯა­რის­კა­ცე­ბი კი დაჰ­პირ­დნენ, რომ დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ და მას და ოჯახს დას­ჯიდ­ნენ.

27 ოქ­ტომ­ბერს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი დაბ­რუნ­დნენ და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მოკ­ლეს, რომ­ლებ­საც იმ მო­მენ­ტში ეძი­ნათ. მოკ­ლუ­ლებს შორი არის სამი ქალი, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი (2014 და 2018 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი),“ - აცხა­დებს დო­ნეც­კის ოლ­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა.

poto1-43279-1698743420.png

მე­დი­ამ და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბიც გა­არ­კვია. აღ­მოჩ­ნდა, რომ 27 ოქ­ტომ­ბერს ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რის და­ბა­დე­ბის დღე იყო. სახ­ლში ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სტუმ­რე­ბის ჩათ­ვლით, ცხრა ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. მკვლე­ლებ­მა 9-ვე და­ხო­ცეს, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­წოლ­შია მოკ­ლუ­ლი.

"ყვე­ლა მათ­განს თავ­ში ეს­რო­ლეს, სა­წოლ­ში იყ­ვნენ და ეძი­ნათ“ - ჰყვე­ბი­ან მე­ზობ­ლე­ბი. (გააგრძელეთ კითხვა)