მარიკა ვერულაშვილმა იპოდრომის ტერიტორია დააბრუნა?! - ვინ არის მიწის ნაკვეთის ახალი მფლობელი - კვირის პალიტრა

მარიკა ვერულაშვილმა იპოდრომის ტერიტორია დააბრუნა?! - ვინ არის მიწის ნაკვეთის ახალი მფლობელი

იპოდრომთან თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80,145 მ²-ის უძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდმა” კიდევ ერთხელ გაყიდა. მჟამად კომპანიაზე - "ცენტრალ პარკ ავენიუსზე".

რეესტრის თანახმად, "ცენტრალ პარკ ავენიუს" 4 სხვადასხვა კომპანია ფლობს: 42% ეკუთვნის შპს "იდეას", რომელიც სოსო და ლევან ფხაკაძეებისა და ვასილ ფხაკაძის საერთო კომპანიაა. 52% ეკუთვნის კომპანია "ნიუ არტ ინდექს", რომელიც ბიზნესმენ ციალა დარჩიაშვილს ეკუთვნის; 45%-ის მფლობელია "მარდიელი ინვესთმენთი", რომელიც დეველოპერულ კომპანია "მარდიელთან" არის დაკავშირებული. კომპანიის მესაკუთრე არის ზურაბ წულაია. კომპანიას, გასულ თვეში, 22 სექტემბერს არის დაფუძნებული და კომპანიის დირექტორი ვასილ ფხაკაძეა.

უნდა აღნიშნოს, რომ იპოდრომი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც მერი ირწმუნებოდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრება უნდა გამხდარიყო, 2023 წლის აგვისტოში საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია განახორციელა ყოფილი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტმა", თუმცა 2023 წლის 16 ოქტომბერს გარიგება შებრუნდა და ქონების მესაკუთრედ კვლავ "ქართუ ფონდი" დარეგისტრირდა.

ირკვევა, რომ ტერიტორია მუნიციპალიტეტს ისევ არ დაბრუნებია და გარიგების გაუქმებიდან ორ კვირაში ტერიტორიას ახალი მყიდველი გამოუჩნდა და საქველმოქმედო ფონდისგან დეველოპერულ პროექტს კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუ" განახორციელებს.

განაგრძე კითხვა