"ხაბეიშვილის განცხადებას მუქარად აღვიქვამდით, რომ არ იყოს არასერიოზული კაცი"
ხაბეიშვილის განცხადებას მუქარად აღვიქვამდით, რომ არ იყოს არასერიოზული კაცი - სააკაშვილი სიმულანტია, ის აღარ არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ თუ პაპუაშვილი დეპუტატებს სააკაშვილთან არ შეუშვებს, „მას მოუწევს ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა მისსავე კაბინეტში".
„ამას აღვიქვამდით მუქარად, ხაბეიშვილი რომ არ იყოს არასერიოზული კაცი, შესაბამისად, მისგან ამის მუქარად მიღება არასწორი იქნება, ის უბრალოდ არასერიოზული კაცია", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, კობახიძემ განაცხადა, რომ ის აღარ არის "ფაქტორი" ქართულ პოლიტიკაში. ამასთან მან სააკაშვილს "სიმულანტი" უწოდა.
„მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი სიმულანტი, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში სიმულირებდა, ასეთ პირობებში მას, რა თქმა უნდა არავითარი პოლიტიკური წარმატების შანსები აღარ აქვს. სააკაშვილი აღარ არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც უნდა მოიხადოს დამსახურებული სასჯელი,"- განაცხადა კობახიძემ.
"ინტერპრესნიუსი"