"მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ 2%-ში შევიდა" - რას საქმიანობს და სად მუშაობს ზურაბ ჟვანიას ვაჟი პატიმრობის შემდეგ?
საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ჟვანია "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობს შვილების შესახებ. მისი თქმით, ბუსა ჟვანიამ ციხეში ყოფნის პერიოდი განათლების მიღების თვალსაზრისით ნაყოფიერად გამოიყენა, მიიღო სტიპენდია, ახლა ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს და პარალელურად, "ამაზონში" მუშაობს.
- 2020 წელს, ბუსას შემთხვევის დროს, ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, რას ეტყოდა, რა პოზიციას დაიჭერდა?
- ალბათ, იმავეს, როგორიც მე. აუცილებლად დაინტერესდებოდა, გამოიკითხავდა. მე ყველაფერი ვიცი და ამაზე ნასაუბრები გვაქვს მე და ბუსას. მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა. ციხეში ყოფნამ მოუწია, მაგრამ ძალიან პროდუქტიულად გამოიყენა განვითარებისთვის.
კვირაში ერთხელ მიმქონდა ერთი 10 წიგნი - დაწყებული დოსტოევსკით და უელბეკით დამთავრებული - ყველაფერი წაიკითხა.
ამას გარდა, ემზადებოდა მათემატიკის გამოცდისთვის. მათემატიკის საერთაშორისო გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა და ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია.
ახლა სწავლობს, თან მუშაობს "ამაზონში". რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში....წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.
სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანიამ პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარი გაატარა, დანარჩენი კი პირობითად ჩაეთვალა. იხილეთ სრულად