სხვებს Dior და Louis Vuitton ეცვათ, ნიცამ და კვარამ ნაკლებად ცნობილი ბრენდები აარჩიეს - ვის სამოსზე გააკეთა არჩევანი ცნობილმა წყვილმა "ოქროს ბურთის" ცერემონიისთვის?
გუშინ საფრანგეთში, პარიზში, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა - სასტუმრო "შატლემ" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა. ქართველების ყურადღება კი ამ საღამოს ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძისკენ იყო მიპყრობილი.
საღამოს ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ესწრებოდნენ, როგორებიც ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანი და სხვები არიან. ცერემონიალზე განსაკუთრებული ყურადღება სტუმრების ჩაცმულობასაც ექცევა, ამის მაგალითია დევიდ ბექჰემი, რომელმაც არჩევანი Dior-ზე გააკეთა. მან და კილიან მბაპემ ერთი და იგივე სამოსი მოირგეს, განსხვავება მხოლოდ ფერი იყო.
ქართველმა ფეხბურთელმა, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არჩევანი ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე შეაჩერა. ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს კი Alex Perry-ის შავი სადა კაბა ეცვა. მათ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე მოახერხეს, რომ იდეალურად წარმდგარიყვნენ ათასობით მაყურებლისა და გულშემატკივრის წინაშე. იხილეთ სრულად