"არ ემეტებოდათ კაცებს მისი სასახლე მიწის მისაყრელად...ასეთ გულიან და სევდიან გასვენებას იშვიათად შევსწრებივარ" - ჟურანლისტის ემოციური წერილი თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე - კვირის პალიტრა

"არ ემეტებოდათ კაცებს მისი სასახლე მიწის მისაყრელად...ასეთ გულიან და სევდიან გასვენებას იშვიათად შევსწრებივარ" - ჟურანლისტის ემოციური წერილი თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე

თენგიზ არჩვაძე დღეს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

მსახიობის შესახებ ჟურნალისტი ნუნუკა გრძელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და აღწერს რა ხდებოდა დაკრძალვაზე:

"არ წყდება ხალხის ნაკადი და არ მიკვირს...ეგაა,რომ ეკლესიიდან ორი საათის ნაცვლად, სამის ნახევარზე გამოასვენეს.ტაშით შეეგება ხალხი საყვარელ მსახიობს,ბატონ თენგიზ არჩვაძეს.12 საათიდან იქა ვარ და,მინდა გითხრათ, ამ ზღვა ხალხში ერთი მომღიმრი ადამიანი არ შემინიშნავს. ასეთ გულიან და სევდიან გასვენებას იშვიათად შევსწრებივარ. სვანები სამგლოვიარო ზარით გამოემშვიდობნენ კაცს,რომელმაც შესაძლოა ბევრჯერ წაიფორხილა ცხოვრების გზაზე, მაგრამ არასოდეს გადაუხვევია იმ გზიდან, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ.იქვე, დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით,თავისი საყვარელი ადამიანების კოჰორტაში დაიდო ბინა.ერეკლე საღლიანმა ბრძანა:" დღეს თენგიზ არჩვაძეს კი არ ვასაფლავებთ,დიდებას ვაბარებთ კაცს,რომლის გვერდით ყოფნაც კი საკმარისი იყო იმისათვის ,რომ შენც განწმენდილიყავიო...არ ემეტებოდათ კაცებს მისი სასახლე მიწის მისაყრელად. მაგრამ...ამდენი ცრემლი,ამდენი გულნატკენი ადამიანი, ასეთი ნამდვილი ქართულიდატირება და გულიანი გამოთხოვებამხოლოდ ღირსეულთა ხვედრია.მარტო დღევანდელი დღე კმარა იმისათვის,რომ ბევრს გაუჩნდეს სურვილი იცხოვროს წესიერი კაცის მანტიით.ბატონმა თენგიზმა ანდერძი დატოვა."არავითარი ზარ- ზეიმი, ხალხი არ გააწვალოთ,დიდუბის ეკლესიიდან იქვე გადამიყვანთ პანთეონშიო.ანდერძს ამ სიტყვებით ამთავრებს:"გულით მიყვარხარ ჩემო სამშობლო"ასე ჩავაბარეთ დიდებას, დიდებული და ულამაზესი ქართველი, ჩვენი თენგიზ არჩვაძე.

პ.ს. არ გადამიღია გამოსვენების ფოტოები.არც მქონდა მაგის განწყობა და რომც მქონოდა არ გადავიღებდი. ჩემთვის იგი სულ ისეთი დარჩება,როგორიც ამ ფოტოზეა" - წერს ნუნუკა გრძელიშვილი.