თბილისს "კავკასია 2012" აშინებს
2012 წლის სექტემბერში რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ყველა სახეობის ჯარი, შსს-სა და ფე-ეს-ბეს ქვედანაყოფები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს, მიაჩნია, რომ წვრთნები რუსეთის აგრესიის მორიგი გამოხატულებაა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.