"თავს ვერ აკონტროლებს - მისი ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება" - თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიას პასუხობს - კვირის პალიტრა

"თავს ვერ აკონტროლებს - მისი ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება" - თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიას პასუხობს

"თავს ვერ აკონტროლებს - მისი ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება" - ასე პასუხობს თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.