რა ვიდეოს აქვეყნებს თათა გიორგობიანის რჩეული? - კვირის პალიტრა

რა ვიდეოს აქვეყნებს თათა გიორგობიანის რჩეული?

„ღამის შოუს ბენდის“ სოლისტს, ულამაზეს თათა გიორგობიანს საჯაროდ ხელი გიორგი გაბუნიას შოუში მისმა რჩეულმა, კონსტანტინე მოსიძემ სთხოვა.

ამ ამბავს თათას რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი სამეგობრო უმალავდა და მისთვის დიდი სიურპრიზი და შოკი იყო, როცა კონსტანტინე სტუდიაში ყვავილებითა და ბეჭდით ხელში გამოჩნდა და მის წინ ხელის სათხოვნელად დაიჩოქა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ჩანს თუ როგორ და სად დაიგეგმა ხელის თხოვნა.