კატარის შუამავლობით ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ღაზას დატოვებას ადამიანების ნაწილი შეძლებს
კატარის შუამავლობით ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ღაზას დატოვებას ადამიანების ნაწილი შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ზედამხედველობით გაფორმებული შეთანხმების თანახმად, უცხოური პასპორტის მფლობელებს და ზოგიერთ მძიმედ დაშავებულს უფლება ექნება, რომ ღაზა დატოვოს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეგვიპტური სასწრაფო დახმარების მანქანები ღაზაში უკვე შევიდნენ, რათა დაშავებული პალესტინელები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაიყვანონ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით დარჩება ღია რაფაჰის გადასასვლელი ევაკუაციისთვის.
"ინტერპრესნიუსი"