"ევროკავშირი მთელ ევროპულ კონტინენტზე უნდა გაფართოვდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი მთელ ევროპულ კონტინენტზე უნდა გაფართოვდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკავშირი მთელ ევროპულ კონტინენტზე უნდა გაფართოვდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დღეს ევროკავშირს 30 წელი შეუსრულდა. 1993 წლის 1-ელ ნოემბერს ძალაში შევიდა მაასტრიხტის დამფუძნებელი ხელშეკრულება, რომელმაც მრავალი თაობის იმედები გაამართლა, მშვიდობიანი და ერთიანი ევროპის შესახებ“, - წერს ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე.

„ევროპას სჭირდება, რომ მთელ კონტინენტზე გაფართოვდეს, ყოველგვარი ნაცრისფერი ზონების გარეშე. ჩვენს პოლიტიკურ თაობას ამის უზრუნველყოფა შეუძლია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთ განსაკუთრებულ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 1993 წლის 1-ელ ნოემბერს ძალაში შევიდა მაასტრიხტის ხელშეკრულება, რომელმაც ევროკავშირს ჩაუყარა საფუძველი.

"ინტერპრესნიუსი"