"ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს - ამას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ" - კარასინი სალომე ზურაბიშვილზე - კვირის პალიტრა

"ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს - ამას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ" - კარასინი სალომე ზურაბიშვილზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ CBS NEWS-თან ინტერვიუში, რუსეთის მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას „ბოდვას“ უწოდებს.

კარასინის თქმით, „ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს”.

„სალომე ზურაბიშვილი რუსული თემით პარაზიტირებს. ახლა ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც „მტრის ენაზე ლაპარაკობენ“, ანერვიულებს. პრეზიდენტი ამაში წინაპირობას ხედავს, რომლითაც რუსეთი სრულფასოვანი ომის გამოცხადებას შეძლებს და იგი მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თბილისსაც ესმის“, - წერს გრიგორი კარასინი „ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, „ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.

"ინტერპრესნიუსი"