"ბოლო პერიოდში, რაც საბავშვო ბაღში მუშაობა დავიწყე, ჩემი ცხოვრება მეტად აქტიური გახდა - მუდმივად "გადარბენები" მაქვს..."
მოცეკვავე და ახალგაზრდა საქმიანი ქალი - "ყოველთვის სისხლის სამართლისკენ უფრო მიმიწევდა გული"
ლიზი მაისურაძე სამეჯლისო-სპორტული ცეკვის არაერთი კონკურსის ფინალისტი და პრიზიორი გახლავთ. ამჟამად იმ საბავშვო ბაღში მუშაობს ცეკვის მასწავლებლად, სადაც თავად აღიზარდა. ასევე ეუფლება იურისტის პროფესიას და ცეკვის საკუთარი სტუდიის გახსნას გეგმავს...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ბავშვობიდან საკმაოდ აქტიური ცხოვრება მაქვს. მუდმივად დატვირთული ვიყავი, მაგრამ ბოლო პერიოდში, რაც საბავშვო ბაღში მუშაობა დავიწყე, ჩემი ცხოვრება მეტად აქტიური გახდა - მუდმივად "გადარბენები" მაქვს..."
"ვცდილობ, ორივეს - ცეკვასაც და იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლასაც თანაბარი ყურადღება დავუთმო. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემს თავს ცეკვის სფეროში უფრო ვხედავ, რადგან ამ მხრივ განვითარებასა და სტუდიის გახსნაზე უფრო მეტად ვფიქრობ..."
"ყოველთვის სისხლის სამართლისკენ უფრო მიმიწევდა გული, რადგან ვფიქრობ, დიდად მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება, მაგრამ ჩემთვის სამოქალაქო სამართალიც არანაკლებ საინტერესოა... ადამიანების დახმარება, სწორი მხარდაჭერა ძალიან მიყვარს: ვცდილობ, ყოველთვის დავეხმარო იმ ადამიანს, ვისაც უჭირთ, დახმარება სჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, ადვოკატის ამპლუაში ჩემი ცხოვრება საკმაოდ საინტერესო იქნება..."
"ყოველდღიურად ბევრ ბავშვთან მიწევს კომუნიკაცია, რაც დიდ სტიმულს მაძლევს. მით უმეტეს, თითოეული მათგანი ცდილობს, მომბაძოს. ხშირად უთქვამთ, რომ უნდათ, მომავალში ლიზი გახდნენ (იცინის)..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი