დმანისის ყოფილ მერს ესროლეს
დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მისამართით მომხდარი გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაა-ტარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მანქანას ესროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ინტერპრესნიუსი"