რას ამბობს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის წარმომადგენელი კლინიკიდან პატიმრების გაქცევაზე?! - კვირის პალიტრა

რას ამბობს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის წარმომადგენელი კლინიკიდან პატიმრების გაქცევაზე?!

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის, ზაზა ზარანდიას განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, როგორ მოახერხეს კლინიკა “ავერსიდან” პატიმრებმა გაქცევა. როგორ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მომხდარზე ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, ყველა პასუხისგებაში მიეცემა. ზაზა ზარანდიას თქმით, დასაზუსტებელია, იყო თუ არა ეს დანაშაულთა ერთობლიობა.

ამასთან, ზაზა ზარანდია არ აკონკრეტებს, რამდენი პატიმარი გაიქცა დღეს კლინიკიდან.

„ვიწყებთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. მე ვერაფერს გეტყვით, ვიდრე რაღაც ინფორმაცია არ მექნება", - განაცხადა ზარანდიამ.

კითხვაზე, ნაპოვნი არიან თუ არა გაქცეული პატიმრები, პასუხობს, რომ ვერაფერს იტყვის.

„ჯერჯერობით ვერ გეტყვით. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. დავადგენთ [როგორ გაიქცნენ პატიმრები], გამოძიება ამისთვის არის. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ყველა პასუხისგებაში მიეცემა", - განაცხადა ზაზა ზარანდიამ.

"ინტერპრესნიუსი"