"ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილისთვის, რომ მისი ღვინო დღეს კიევშია" - რას წერს ლიზა იასკო "ინსტაგრამზე"
უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო "ინტასგრამზე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ სააკაშვილის ღვინის მოსავალს "SaakashviliWinery" - წარმოადგენენ დღეს და ხვალ კიევში.
იასკოს პოსტიდან ირკვევა, რომ საფერავის, მუსკატის შეძენა მსურველებს შეუძლიათ დღეს და ხვალ ბროვარსკის გამზირზე.
ფოტოზე ლიზა იასკოსთან ერთად არიან მიხეილ სააკაშვილის ძმა და ვანო აფციაური.
"ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილისთვის, რომ მისი ღვინო დღეს კიევშია" - წერს ლიაზა იასკო "ინსტაგრამზე",