"გვქონდა მსხვილი ბიზნესი, რომელიც გავყიდეთ და იქიდან მივიღეთ 2 მილიონი" - მინისტრის მოადგილის განმარტება სოლიდურ შემოსავლებსა და ძვირადღირებულ ქონებაზე? - კვირის პალიტრა

"გვქონდა მსხვილი ბიზნესი, რომელიც გავყიდეთ და იქიდან მივიღეთ 2 მილიონი" - მინისტრის მოადგილის განმარტება სოლიდურ შემოსავლებსა და ძვირადღირებულ ქონებაზე?

ბოლო პე­რი­ოდ­ში კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო ზო­გი­ერ­თი "მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის" მხრი­დან აბ­სურ­დულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა და ცი­ლის­წა­მე­ბამ ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მან აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მისი ოჯა­ხის ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა."დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ამ უსა­ხურ მცდე­ლო­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის დროს არც დავ­კარ­გავ­დი, მაგ­რამ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ, ამ ე.წ. „მე­დი­ის­გან“ გან­სხვა­ვე­ბით, მაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა, აუ­ცი­ლებ­ლო­ბად მი­ვიჩ­ნიე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია ჩემი ოჯა­ხის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ:

მე და ჩემს ოჯახს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ბიზ­ნე­სი გავ­ყი­დეთ, სა­ი­და­ნაც მი­ვი­ღეთ და­ახ­ლო­ე­ბით 2 მლნ ლა­რის ფუ­ლა­დი ქო­ნე­ბა. ბიზ­ნე­სის გარ­და, მე ასე­ვე ვსაქ­მი­ა­ნობ­დი არა­სა­ჯა­რო სექ­ტორ­შიც, სა­ი­და­ნაც ხელ­ფა­სის სა­ხით მქონ­და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი და და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც. ეს არის 2005-2017 წლე­ბის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც, კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ, მქონ­და სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი კერ­ძო ბიზ­ნე­სი­დან და ასე­ვე არა­სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნო­ბი­დან. კი­დევ უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვმარ­ტო ჩემი ქო­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა, აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩემ­მა ოჯახ­მა გა­ყი­და 5 ბინა (ჯა­მუ­რად 282 კვ.მ.) თბი­ლის­ში და 2 ბინა (ჯა­მუ­რად 64 კვ.მ.) ბა­თუმ­ში, აგ­რეთ­ვე აგა­რა­კი წე­რო­ვან­ში (1200 კვ.მ.), რომ­ლის სა­ნაც­ვლოდ შე­ვი­ძი­ნეთ 1 ბინა თბი­ლის­ში (180 კვ.მ.), 2316 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი წყნეთ­ში, 830 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში და 410 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი ოზურ­გეთ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ებს, ჩემი მე­უღ­ლე 50 - პრო­ცენ­ტი­ან წილს ფლობს კომ­პა­ნი­ა­ში „ვიუ ფო­ინ­თი“. მან სა­ბან­კო კრე­დი­ტით შე­ი­ძი­ნა მიწა წავ­კის­ში - თან­ხის ოდე­ნო­ბაა 2,2 მლნ აშშ დო­ლა­რი. იგი ასე­ვე ფლობს 50 - პრო­ცენ­ტი­ან წილს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ბეთ­ლემ­ში“. ეს ქო­ნე­ბაც სა­ბან­კო კრე­დი­ტი­თაა ნა­ყი­დი - მისი ოდე­ნო­ბა 915,000 ევ­როა. იხილეთ სრულად