"მამა ნა­ნა­ხი არ მყავს...პა­ნაშ­ვი­დებ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, მის­მა მე­უღ­ლემ არ მო­ინ­დო­მა ჩემი მის­ვლა" - რას ჰყვება მსახიობი დათო დარჩია მამაზე? - კვირის პალიტრა

"მამა ნა­ნა­ხი არ მყავს...პა­ნაშ­ვი­დებ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, მის­მა მე­უღ­ლემ არ მო­ინ­დო­მა ჩემი მის­ვლა" - რას ჰყვება მსახიობი დათო დარჩია მამაზე?

მსა­ხი­ობ­მა დათო დარ­ჩი­ამ გა­და­ცე­მა­ში "ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი“ მა­მა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, კაცი 52 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ამ დრო­ის­თვის კი მას სხვა ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და და მე­სა­მე მე­უღ­ლემ დათო პა­ნაშ­ვი­დებ­ზე არ მი­უშ­ვა...

დათო დარ­ჩია:

- მამა (ვაჟა დარ­ჩია) ნა­ნა­ხი არ მყავს, მაგ­რამ ფო­ტო­ებ­ზე რომ ვუ­ყუ­რებ და თვა­ლებ­ში ვაკ­ვირ­დე­ბი, არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ცუდი არ­ტის­ტი, მაგ­რამ რა­ტომ და­ა­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბას თავი არ ვიცი. მე რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი მამა უკვე კულ­ტუ­რის სახ­ლის დი­რექ­ტო­რი იყო. 7-8 წლის ვი­ყა­ვი მშობ­ლე­ბი რომ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, მა­მას ვნა­ხუ­ლობ­დი, მაგ­რამ ხში­რად არა. ხან ვბრაზ­დე­ბო­დი ხოლ­მე, მაგ­რამ ამას არ ვე­უბ­ნე­ბო­დი.

შემ­დეგ მა­მას მე­სა­მე ცოლი ჰყავ­და, შვი­ლიც შე­ე­ძი­ნა, ბო­ლოს­კენ უფრო დავ­შორ­დით, იშ­ვი­ა­თად ვნა­ხუ­ლობ­დი. მე­ო­რე მამა იყო ჩემი გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა, რო­მე­ლიც ისე იქ­ცე­ო­და და ისე­თი ტი­პა­ჟი იყო, გა­წო­ნებ­და თავს და გაყ­ვა­რებ­და. მას ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი აქვს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

მა­მა­ჩე­მი 52 წლის იყო რომ და­ი­ღუ­პა, სა­ნამ ავად იყო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვნა­ხე, არ წარ­მო­მედ­გი­ნა, ვერ ვგრძნობ­დი, რომ უნდა გარ­დაც­ვლი­ლი­ყო. სკო­ლა ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და, რომ და­მი­რე­კეს, გარ­და­იც­ვა­ლაო. პა­ნაშ­ვი­დებ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, მის­მა მე­უღ­ლემ არ მო­ინ­დო­მა ჩემი მის­ვლა. იხილეთ სრულად