"სანამ ოპოზიცია სააკაშვილის უხრწნელ ბოტასებს სასოებით ყნოსავს და ბიძინას მონა.ჯით აშინებს, "ევროპულმა საქართველომ"... - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებს:
"სანამ ოპოზიცია სააკაშვილის უხრწნელ ბოტასებს სასოებით ყნოსავს და მონა.ჯით აშინებს ბიძინას, "ევროპულმა საქართველომ" დაწერა:
1. სასამართლო რეფორმა
2. განათლების რეფორმა
3. უსაფრთხოების სისტემის რეფორმა
4. საბანკო რეგულაციების რეფორმა
5. ჯანდაცვის რეფორმა
6. თვითმმართველობის რეფორმა (ჯერ კონცეპტუალურად)
7. თავდაცვის სისტემის რეფორმა
8. კულტურის, მეცნიერების და სპორტის დაფინანსების რეფორმა
9. რელიგიური ქონების რესტიტუციის ინიციატივა
10. საპენსიო სისტემის რეფორმაამას გარდა,წელიწადზე მეტია დაიწყო აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების კამპანია და 24 წლის განმავლობაში, დასავლეთის პარლამენტები აფხაზეთში რუსეთის დანაშაულების შეფასებას დაიწყებენ.ჩვენ ამ საკითხებზე ტელემედია სივრცეში ვერ ვკამათობთ, იმიტომ რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და ოპოზიციურ ტელემედიას ერთი პატრონი ყავთ - სისტემა პიროვნების კულტზე დგას და ბუნებით ოლიგარქიულია.
ბელადის/ოლიგარქის მორჩილი, პოლიტიკოსებად და ჟურნალისტებად წოდებული არარაობები ჩვენ კონკურენციას ვერ გაგვიწევენ - ვაჯობებთ და ოლიგარქიულ წესრიგს ჩამოვშლით.ამიტომ ახშობენ დისკუსიის სივრცეს.სპიკერებად ყავთ აკიები, ლაშაბუღაძეები და გუბაზები.ამის შედეგად, კეზერას თავი მაგარი როჟა ჰგონია (ილუზია ექმნება რომ ოპოზიციურ ველზე სიტუაციას “ფ’ლობს და აკონტროლებს” ) - ეგოს იფხანს.
მაგრამ ამასობაში, ნადგურდება ქართველი ამომრჩევლის ინტერესი და იმარჯვებს ბიძინა.p.s. ჩვენ ამ სიმყრალეს გვერდს ავუვლით და თანამედროვე საშუალებებით მოვალთ ამომრჩევლამდე, უბრალოდ დრო დაგვჭირდება რომ ტელემედიის დიქტატურა დავამხოთ.
"მენტალური აშლილობები მქონდაო და ამიტომ ვიყავი უსაქციელოო, გვარამიას თავი უმართლებია.
მეგობრებო, ეს ხალხი სააკაშვილის და გვარამიას ხალხია - მათ ყავდათ დაახლოებულ/ნაქირავები.სააკაშვილი/გვარამიას ტანდემი მიზანმიმართულად და გეგმიერად, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში მაცხადებდა ფსიქიკურად შეშლილად და მიგონებდა ჭორებს, იმიტომ რომ მათ ვუპირისპირდებოდი.მე ამის გამო ფსიქიატრი ავიყვანე - კი ვიცოდი, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ვიფიქრე როცა ამდენი ადამიანი ჩემი გიჟად გამოცხადების კამპანიაშია ჩართული და ფულს ხარჯავს რომ გიჟად შემრაცხონ- სჯობს პროფესიონალის ზურგი მქონდეს.მადლობას ვუხდი ამ ბუზანკალს - ასე გავიგე ბრიტანეთის ფსიქიატრთა სამეფო აკადემიის წევრისგან, რომ ძალიან მყარი, ძლიერი და ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს და უფრო დიდი ენერგიით და თავდაჯერებით გავაგრძელე ბოროტმოქმედებთან ბრძოლა.ახლა მეცინება სააკაშვილიც და გვარამიაც საკუთარ უსაქციელობებს ფსიქიკური დიაგნოზებით და მენტალური აშლილობებით რომ ხსნიან.(მათგან განსხვავებით, ყველა ჩემს საქციელზე სრულ პასუხს ვაგებ და შეურაცხადობას არაფერს დავაბრალებ არასოდეს)დემონივით ვხარხარებ ამ მელკი არარაობებზე.რა ვქნა - არავინაა უნაკლო.
მე თქვენ დაგმარხავთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.