უკრაინელებმა ყირიმს დაარტყეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა ყირიმს დაარტყეს

ყირიმში რუსმა სამხედროებმა 6 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხუთი კი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ობიექტებზე თავდასხმის მცდელობისას უკრაინამ თვითმფრინავის ტიპის დრონები გამოიყენა.

"ინტერპრესნიუსი"