"ხვიჩა კვარაცხელიამ პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემ ინტერვიუს, სააკაშვილთან ასოცირდებიო" - რას წერს მანანა მანჯგალაძე? - კვირის პალიტრა

"ხვიჩა კვარაცხელიამ პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემ ინტერვიუს, სააკაშვილთან ასოცირდებიო" - რას წერს მანანა მანჯგალაძე?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პრესსპიკერი, ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ძალიან მიხარია, ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს ინტერვიუზე უარი საოცარი მიზეზით მითხრა, პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემთ ინტერვიუს, მიშასთან ასოცირდებიო... მაინც მიხარია. და წარმატებას კი არა, უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.

მარტო იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანაა იქ, სადაც თამაშობს... იმიტომ, რომ სასწაული მემართება, როცა ათასობით ადამიანი სტადიონზე კვარაცხელიას ყვირის... იმიტომ, რომ ემიგრაციაში მყოფი ქურდბაცაცა თანამემამულეების საპირწონეს დებს (დავაკონკრეტებ, საერთაშორისო მედიაში არ ხვდებიან ისინი, ვინც შრომობენ, შრომობენ და შრომობენ, მაგრამ ხვდებიან ისინი, ვინც ქურდობს და ყაჩაღობს).

იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უამრავი ბავშვისთვის მაგალითად და მოტივაციად იქცა... იმიტომ, რომ ნეგატივით სავსე ქვეყანაში ათასობით ადამიანს აბედნიერებს... და ობიექტურად თუ შევხედავთ, სულ არ იცის ხვიჩა კვარაცხელიამ, ვინაა მანანა მანჯგალაძე... აი, საერთოდ და ამაზე კიდევ უფრო მეცინება...

დარწმუნებული ვარ, იმ დროს, ბურთის გარდა, არაფრით ინტერესდებოდა... რა ქნას ახლა, აგენტი რომ ჰყავს ბნელი და კიდევ ვიღაცები ახლომახლო.

წარმატებები და გამარჯვებები. საუკეთესო წამები-წუთები, გოლები და თამაშები წინ არის!" - წერს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, "ოქ­როს ბურ­თის" გამოკითხვაში "ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მე-17 ად­გილ­ზე გა­ვი­და.