მარია ზახაროვა რუსეთს ემუქრება - რამ აღაშფოთა ლავროვის სპიკერი? - კვირის პალიტრა

მარია ზახაროვა რუსეთს ემუქრება - რამ აღაშფოთა ლავროვის სპიკერი?

მოსკოვი სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის ვლადიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან შეხვედრას დემონსტრაციულ ანტირუსულ ნაბიჯად განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სომხეთის ხელმძღვანელობა ანგრევს მოსკოვსა და ერევანს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს. ჩვენ ამ შეხვედრას ოფიციალური ერევნის დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განვიხილავთ,“ - განაცხადა ზახაროვამ.

მანამდე კიევში სომხეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს მალტაში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ვლადიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.

"ინტერპრესნიუსი"