"ადამიანებმა ერთ ჭერქვეშ უნდა იცხოვრონ ქორწინებამდე, გინდა შემაჩვენეთ ამის გამო და რაც გინდათ, ის გააკეთეთ" - სოფიკო ნარჩემაშვილი - კვირის პალიტრა

"ადამიანებმა ერთ ჭერქვეშ უნდა იცხოვრონ ქორწინებამდე, გინდა შემაჩვენეთ ამის გამო და რაც გინდათ, ის გააკეთეთ" - სოფიკო ნარჩემაშვილი

გადაცემაში "შუადღე" სოფიკო ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ადამიანებმა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად ქორწინებამდე ერთ ჭერქვეშ უნდა იცხოვრონ.

„ადამიანებმა ერთ ჭერქვეშ უნდა იცხოვრონ ქორწინებამდე. გინდა შემაჩვენეთ ამის გამო და რაც გინდათ, ის გააკეთეთ. ეს არის აუცილებელი, ამის გარეშე ადამიანს ვერ გაიცნობ. ბებიაჩემიც კი ამას ამბობდა, ისეთი პროგრესული იყო. მეორე - ბედნიერი ქორწინება არის, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის პატივისცემა. ზოგჯერ ცოლ-ქმარი გარეგნობითაც კი ემსგავსება. და მესამე - სიყვარული არ უნდა დაიკარგოს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. სიყვარული არის შრომა…“ - ამბობს ის. (იხილეთ ვიდეო)