"ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, პატრიარქი ზუსტად წარმართავს ეკლესიის მართვას - არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ" - კვირის პალიტრა

"ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, პატრიარქი ზუსტად წარმართავს ეკლესიის მართვას - არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ"

"ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პატ­რი­არ­ქი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტად წარ­მარ­თავს არა­მარ­ტო სი­ნო­დის სხდო­მას, არა­მედ ეკ­ლე­სი­ის მარ­თვა - გამ­გე­ო­ბას - არას­დროს მოხ­დე­ბა, რომ პატ­რი­არ­ქი გა­დად­გეს, ჩემი სი­ტყვა და­ი­მახ­სოვ­რეთ", - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სი­ნო­დის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, თუ რა სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლეს უმაღ­ლე­სი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა, დე­ტა­ლე­ბი გან­ჩი­ნე­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

"[სი­ნო­დი სხდო­მა­ზე] ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კი არ იყო ლა­პა­რა­კი, ლა­პა­რა­კი იყო სა­სა­ზღვრო ეპარ­ქი­ებ­ზე, რო­მელ­შიც ზოგი ეპარ­ქი­ის ტე­რი­ტო­რია ოკუ­პი­რე­ბუ­ლია ზო­გის კი, არ არის. თურ­ქეთ­თან და სომ­ხეთ­თან არის ჩემი ეპარ­ქი­ის სა­ზღვა­რი. ანუ სა­სა­ზღვრო ზოლ­ში მყო­ფი ეპარ­ქი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­ვი­ხი­ლეთ.

მე­უ­ფე ისა­ი­ამ მოგ­ვიყ­ვა მისი ეპარ­ქი­ის ოკუ­პი­რე­ბულ ნა­წილ­ზე, ანუ ეს არის ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნი ძი­რი­თა­დად. მოგ­ვიყ­ვა პრობ­ლე­მე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა იმი­ტომ, რომ იქ არის ოკუ­პან­ტე­ბის მიერ შე­მო­ღე­ბუ­ლი საშ­ვე­ბი, რომ­ლის მი­ღე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, მე­უ­ფე ისა­ი­ას არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ უახ­ლო­ე­სი ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის მრევ­ლთან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დეს. მოგ­ვიყ­ვა რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ, ტაძ­რებ­ზე.

სი­ნოდ­ზე მთა­ვა­რი სა­კი­თხი იყო ის, რომ სი­ნო­დის სხდო­მა პატ­რი­არ­ქმა ჩა­ა­ტა­რა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. ყვე­ლა სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ უშუ­ა­ლოდ პი­რა­დად და­ა­ყე­ნა. ყვე­ლა სა­კი­თხზე გა­მოთ­ქვა თა­ვი­სი აზრი და მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ­თვის ეს იყო ძა­ლი­ან დიდი სა­ჩუ­ქა­რი, გამ­ხნე­ვე­ბა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად პატ­რი­არ­ქი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტად წარ­მარ­თავს არა­მარ­ტო სი­ნო­დის სხდო­მას, არა­მედ ეკ­ლე­სი­ის მარ­თვა-გამ­გე­ო­ბას. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. “-გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მისი თქმით, პატ­რი­არ­ქის გა­დად­გო­მა­ზე სა­უ­ბა­რი პატ­რი­არ­ქზე თავ­დას­ხმაა.

"ეს არის თავ­დას­ხმა პატ­რი­არ­ქზე. ორი-სამი დღეა აკ­ლე­ბუ­ლია მე­დია ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით. ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი ეს არის შე­ტე­ვა პატ­რი­არ­ქზე, ეს არის პატ­რი­არ­ქის მი­მართ რე­კო­მენ­და­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით. ამი­ტომ, გირ­ჩევთ, რომ ეს არას­დროს გა­ი­მე­ო­როთ. არას­დროს მოხ­დე­ბა, რომ პატ­რი­არ­ქი გა­დად­გეს, ჩემი სი­ტყვა და­ი­მახ­სოვ­რეთ. ეს არ მოხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ნო­დის დღე­ვან­დელ სხდო­მას უფრო ჰქონ­და მსჯე­ლო­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბის და გა­ზი­ა­რე­ბის ფუნ­ქცია.