ცნობილია ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის ვინაობა: ვინ არის და რისთვის იხდიდა ის სასჯელს? - კვირის პალიტრა

ცნობილია ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის ვინაობა: ვინ არის და რისთვის იხდიდა ის სასჯელს?

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კი­დან გაქ­ცე­უ­ლი სამი პა­ტი­მა­რი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა „თბი­ლის­თან საკ­მა­ოდ“ ახ­ლოს და­ა­კა­ვეს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­მი­ვე პა­ტი­მა­რი სრულ­წლო­ვა­ნია, რო­მელ­თა­გა­ნაც ჯერ ერთი ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა შეძ­ლეს, შემ­დეგ კი და­ნარ­ჩე­ნი ორის."რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, გუ­შინ გა­იქ­ცა სამი პა­ტი­მა­რი. ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა, არას­რულ 24 სა­ათ­ში დას­რულ­და წარ­მა­ტე­ბით, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შსს-თან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ით. სა­მი­ვე პა­ტი­მა­რი გან­თავ­სე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. რო­დე­საც დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, და­ე­კის­რე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლი. მე დღე­საც ბევრ ფაქ­ტზე და გა­რე­მო­ე­ბა­ზე არ ვი­სა­უბ­რებ იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ტარ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, თბი­ლის­თან საკ­მა­ოდ ახ­ლოს და­ვა­კა­ვეთ, ერთი ადა­მი­ა­ნი ცოტა ადრე, ორი ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სრულ­წლო­ვა­ნე­ბი, გარ­კვე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჰქონ­დათ ჩა­დე­ნი­ლი, რის­თვი­საც იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს. ჯერ­ჯე­რო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ამი­ტომ ზედ­მე­ტი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებთ. მთა­ვა­რი არის ის, რომ სის­ტე­მამ აჩ­ვე­ნა კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვის ბრწყინ­ვა­ლე უნა­რი, კო­ლე­გა უწყე­ბას­თან ერ­თად.

ამ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი და ამის­თვის იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს, და­მა­ტე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს. თქვენ იცით, რომ ეს ქმე­დე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით. მათ და­მა­ტე­ბით და­ე­კის­რე­ბათ 6-დან 8 წლამ­დე სას­ჯე­ლი. ამის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლებს სა­სა­მარ­თლო. ეს აღარ არის ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გუ­შინ კლი­ნი­კი­დან გა­იქ­ცა, ნიკა თო­ი­ძეა, რო­მე­ლიც სას­ჯელს 2 წლის წინ მომ­ხდა­რი დაჭ­რის საქ­მე­ზე იხ­დის. (გააგრძელეთ კითხვა)