"Joze takes over America! სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ ნიუიორკიდან" - ქართველი ბავშვების საყვარელი ჟირაფი ჟოზე ამერიკულ ბაზარზე გადის
ქართველი ბავშვების საყვარელი ჟირაფი ჟოზე ამერიკულ ბაზარზე გადის. ამის შესახებ ინნფორმაციას ანიმაციის ავტორი გიორგი მარშანია ავრცელებს. მისი თმით, 3 ნოემბერს ჟირაფი ჟოზეს სიმღერის პრემიერა ამერიკულ სივრცეში შედგება.
"დაახლოებით 18 თვის წინ,პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან,სათაური ჰქონდა ასეთი:JOZE TAKES OVER AMERICA !!სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ ნიუიორკიდან და ლოსანჯელესიდან ერთდროულად,მთლად დამაჯერებელი არ არის მაგრამ15 საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა იუთუბზე, ამერიკელი ბავშვებისთვის ჯერ ზუსტად არ ვიცირას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან.მაგრამქართველი ბავშვების სიყვარულმაეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმაგავიდა ყვითელი ბედნიერება - ეს ფაქტია როგორც არ უნდა იყოს,მადლობა თქვენ, ვინც ჟოზეს უყურებთ!მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობს!ჟოზეს ძალიან უყვარხართ " - წერს გიორგი მარშანია სოციალურ ქსელში