იტალიაში წყალდიდობას და ქარიშხალს ებრძვიან - დაიტბორა სახლები, საავადმყოფოები, წყალმა წაიღო მანქანები, არის მსხვერპლი (ფოტოები) - კვირის პალიტრა

იტალიაში წყალდიდობას და ქარიშხალს ებრძვიან - დაიტბორა სახლები, საავადმყოფოები, წყალმა წაიღო მანქანები, არის მსხვერპლი (ფოტოები)

იტა­ლი­ა­ში, ტოს­კა­ნას რე­გი­ონ­ში წყალ­დი­დო­ბაა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რამ­დე­ნი­მე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. გა­და­უ­ღე­ბელ წვი­მას იტა­ლი­ა­ში თან ახ­ლავს ქა­რიშ­ხა­ლი.

screenshot-2023-11-03-165509-1699016347.png

რო­გორც BBC წერს, ხალ­ხი სა­ხუ­რა­ვებ­ზე ავი­და წყალ­დი­დო­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად, ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში წყალ­მა მან­ქა­ნე­ბი წა­ი­ღო. და­იტ­ბო­რა შე­ნო­ბე­ბი - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, ასე­ვე ოთხი სა­ა­ვად­მყო­ფო.

screenshot-2023-11-03-165700-1699016349.png

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­სავ­ლეთ ევ­რო­პა რამ­დე­ნი­მე დღეა ქა­რიშ­ხალ "კი­ა­რანს" ებ­რძვის. ქა­რიშ­ხალ­მა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 12-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. "კი­ა­რან­მა" მო­იც­ვა საფ­რან­გე­თი, ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ინ­გლი­სი, გერ­მა­ნია, ასე­ვე ეს­პა­ნე­თი და პორ­ტუ­გა­ლია. ბელ­გი­ა­ში და­ღუ­პულ­თა შო­რი­საა ხუთი წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც ქა­რის­გან მოგ­ლე­ჯი­ლი ხე და­ე­ცა.

screenshot-2023-11-03-165634-1699016348.png

ქა­რიშ­ხალ­მა ტოს­კა­ნა­ში ხუთ­შა­ბათს ღა­მით მი­აღ­წია. რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და ლი­ვორ­ნოს სა­ნა­პი­რო და ფლო­რენ­ცი­ის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბი, პრა­ტო და მონ­ტე­მურ­ლო. (გააგრძელეთ კითხვა)

screenshot-2023-11-03-165529-1699016347.png