"45 კილო მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. ოპე­რა­ცი­ამ­დე 93 კილო ვი­ყა­ვი" - რას ჰყვება ლინდა ადამია ცხოვრების შეცვლილ წესზე? - კვირის პალიტრა

"45 კილო მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. ოპე­რა­ცი­ამ­დე 93 კილო ვი­ყა­ვი" - რას ჰყვება ლინდა ადამია ცხოვრების შეცვლილ წესზე?

ლინ­და ადა­მი­ას ახალ­მა იმი­ჯ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. ფო­ტო­ებ­ზე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღე­რალ­მა გა­ავ­რცე­ლა, მისი ცნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ერთი წლის წინ, ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, თუმ­ცა იქამ­დე იყო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, რა­მაც აი­ძუ­ლა, რომ სა­ბო­ლო­ოდ მი­ე­ღო მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ლინ­და ადა­მია:

- ოქ­ტომ­ბერ­ში ერთი წელი გა­ვი­და, რაც ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, 45 კილო მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. ოპე­რა­ცი­ამ­დე 93 კილო ვი­ყა­ვი. იქამ­დე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მა­ღე­ბი­ნა, სა­ბო­ლო­ოდ დი­ა­ბე­ტამ­დე მივ­დი­ო­დი. ზღვარ­ზე ვი­ყა­ვი, ანა­ლი­ზე­ბი აჩ­ვე­ნებ­და, რომ პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და. სას­წრა­ფოდ ვუშ­ვე­ლე თავს.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რამ­დე­ნად მარ­ტი­ვი იყო?

- ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ექი­მის რჩე­ვე­ბი სწო­რად არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფერ­მა იდე­ა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა. თავს ახლა ფან­ტას­ტი­კუ­რად ვგრძნობ, არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც სუს­ტად ვარ, ამ­ჟა­მად 47 კილო ვარ. გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევრ ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ, თავ­ბრუს­ხვე­ვე­ბი მაქვს, მაგ­რამ ეტა­პობ­რი­ვად ეგეც გა­მივ­ლის.

- ლინ­და, ხში­რად ჭარ­ბწო­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ არ სჭირ­დე­ბათ მათ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა, რად­გან ასეც ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში, რას გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი?

- დიახ, მეც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, სახე ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გაქვს. იყო ორი­ვე აზრი, არ გახ­დე, გიხ­დე­ბა, ჩვენ ასე­თიც გვიყ­ვარ­ხარ. მე ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რომ კომ­ფორ­ტუ­ლად მეგ­რძნო თავი. გარ­და იმი­სა, ცოტა ხა­ნიც რომ მო­მე­ცა­და, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნე­ბო­და, მინ­დო­და, რომ ბევ­რი ისე­თი რამ ჩა­მეც­ვა, რა­საც იქამ­დე ვერ ვიც­ვამ­დი. ამიხ­და ეს ოც­ნე­ბა. იხილეთ სრულად