თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის გაიმართა შრომითი მედიაციის პროცესი, თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების (სცენის მემანქანეების, გამნათებლების, რეკვიზიტორის) ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. დასაქმებულთა მოთხოვნას წარმოადგენდა არსებული ხელფასების 100%-ით მატება.

აღვნიშნავთ, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დაიწყო გაცილებთ ადრე, ვიდრე დასაქმებულები თეატრს მიმართავდნენ ხელფასების მატების მოთხოვნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ სცენის სამსახურის თანამშრომლები.

მედიაციის პროცესის დასრულებამდე გადაწყდა, რომ დასაქმებულებს, არსებული საბიუჯეტო რესურსის, კერძოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, 2024 წლის 01 იანვირიდან, შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ 35-40%-ით.

შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც თანამშრომლების ნაწილმა, დღეიდან - 2023 წლის 03 ნოემბრიდან, მიიღო გაფიცვის გადაწყვეტილება.

თეატრის სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება" - წერია განცახდებაში.