"ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია... გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი, მერე ვიმკურნალე" - ქეთი ხატიაშვილი სასიამოვნო სიახლეზე - კვირის პალიტრა

"ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია... გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი, მერე ვიმკურნალე" - ქეთი ხატიაშვილი სასიამოვნო სიახლეზე

ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი და მო­რაგ­ბე და­ვით კა­ჭა­რა­ვა სულ მალე პა­ტა­რას ელო­დე­ბი­ან. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ორ­სუ­ლი ქე­თის ექ­სკლუ­ზი­ურ ფო­ტოს ჟურ­ნა­ლი OK ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ორ­სუ­ლო­ბის დად­გო­მამ­დე მკურ­ნა­ლო­ბაც კი დას­ჭირ­და.

- შვილ­ზე ოც­ნე­ბობ­დით, სა­ნამ გე­ყო­ლე­ბო­დათ?

- რა თქმა უნდა, თუმ­ცა პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბი­სას ინერ­ცი­ას მივ­ყე­ვი. სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად: გავ­თხოვ­დი და, რა თქმა უნდა, შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე. ახლა სულ სხვა­ნა­ი­რა­დაა. ეს პა­ტა­რა დიდი ხნის ნა­ნატ­რი ბავ­შვია. დიდ­ხანს ვერ გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი. ანას­ტა­სი­ამ რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა ჩემი და მა­მის და­შო­რე­ბა და ამი­ტომ ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობ­დი ხელ­მე­ო­რედ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას. შვი­ლი კი­დევ მინ­დო­და, მაგ­რამ მე­ში­ნო­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვერ დავ­ფეხ­მძიმ­დი. მერე ვიმ­კურ­ნა­ლე, საკ­მა­ოდ გა­ი­წე­ლა ეს პრო­ცე­სი და აი, ახლა ასეთ სა­სი­ა­მოვ­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უნდა მოვ­დუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, სტრე­სი მო­მეხ­სნა და ცოტა ხნით და­მე­ვი­წყე­ბი­ნა ეს პრობ­ლე­მა. ასეც მო­ვი­ქე­ცი, გა­დავ­ყა­რე წამ­ლე­ბი, ტეს­ტე­ბი და ახა­ლი შეგ­რძნე­ბე­ბიც მა­ლე­ვე გაჩ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ფეხ­მძი­მედ ვარ.

4-1699118005.jpg
ფოტო: ნანო თე­ნოშ­ვი­ლი

- ანას­ტა­სია რო­გორ ელო­დე­ბა ოჯა­ხის ახალ წევ­რს?

- უხა­რია, ერთი სული აქვს, უყი­დოს ტან­საც­მე­ლი. ორი­ვე, ანას­ტა­სია და ნი­კო­ლო­ზი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან პა­ტა­რას...

ინ­ტერ­ვიუ წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად, და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი