უკრაინელებმა ქერჩში, რუსულ ხომალდს წარმატებულად დაარტყეს - რას აცხადებს ნიკოლაი ოლეშჩუკი? - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა ქერჩში, რუსულ ხომალდს წარმატებულად დაარტყეს - რას აცხადებს ნიკოლაი ოლეშჩუკი?

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელებმა ოკუპირებულ ქერჩში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე - „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გადამზიდზე - წარმატებული დარტყმა განახორციელეს.

”ვადასტურებ”, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.

მანამდე მან განაცხადა, რომ ელოდებოდა ინფორმაციის დადასტურებას ქერჩის „ზალივის“ გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე წარმატებული დარტყმის განხორციელების შესახებ, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი, "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების გადამზიდი იყო განთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"