"რას ნიშნავს უცხოეთის აგენტის ნათესავი"? - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი ალა პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნებაზე
გასულ კვირას, ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა. რა მიზნით ჩავიდა სამშობლოში პრიმადონა ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია, რომ ალამ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ისრაელში ცხოვრობდა, ისრაელისა და ღაზის კონფლიქტის დაწყების შემდეგ შვილები კვიპროსში წაიყვანა.
ამჟამად ევროტურნე აქვს პუგაჩოვას მეუღლეს, მაქსიმ გალკინს, რომელიც რუსეთში "უცხოეთის აგენტად" არის გამოცხადებული.
აღსანიშნავია, რომ პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნების შემდეგ, კრემლის პოლიტიკის ზოგიერთი მხარდამჭერი მის დაკავებას ითხოვდა, საუბრობდნენ იმაზე, რომ "უცხოეთის აგენტის ახლობელია".
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, კომენტარი გააკეთა ომის დროს ქვეყნიდან წასული რუსების სამშობლოში დაბრუნებაზე. მათ შორის ისაუბრა ალა პუგაჩოვაზეც.
დიმიტრი პესკოვი:
- რას ნიშნავს "უცხოეთის აგენტის ნათესავი“? არ არსებობს ასეთი ტერმინი. რუსეთის მოქალაქეები მიემგზავრებიან სხვა ქვეყნებში, მუშაობენ, ბრუნდებიან რუსეთში და შემდეგ ისევ ტოვებენ. ეს მუდმივი პროცესია, ეს ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ბუნებრივია, რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე - პატივსაცემი, კანონმორჩილი რუსეთის მოქალაქე, ყოველთვის თავისუფლად ბრუნდება თავის სამშობლოში, რუსეთის ფედერაციაში და ასევე თავისუფლად ტოვებს მას სხვადასხვა მიზნით, იქნება ეს ტურისტული მიზანი, თუ სხვაგან გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრების სურვილი და ა.შ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. იხილეთ სრულად