"პრეზიდენტი აჭარელ ქალებს ესტუმრა და მათ მიერ შეკერილი ჩათაკაც მოირგო" - რას წერს ზურა შევარდნაძე? - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი აჭარელ ქალებს ესტუმრა და მათ მიერ შეკერილი ჩათაკაც მოირგო" - რას წერს ზურა შევარდნაძე?

ცნო­ბი­ლი ფლო­რის­ტი, "გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის" მფლო­ბე­ლი ზურა შე­ვარ­დნა­ძე წერს, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გარ­დე­ნი­ა­ში აჭა­რელ ქა­ლებს ეს­ტუმ­რა და მათ მიერ შე­კე­რი­ლი სა­მო­სი მო­ირ­გო:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ეს­ტუმ­რა გუ­შინ აჭა­რელ ქა­ლებს ფრანგ სტუმ­რებ­თან ერ­თად, შე­ა­ქო, გა­ამ­ხნე­ვა, მო­ი­კი­თხა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და, სა­სახ­ლე­ში და­პა­ტი­ჟა თა­ვი­ან­თი ნაქ­სოვ-ნა­ქარ­გე­ბით.

ბო­ლოს მათი შე­კე­რი­ლი, ჩა­თა­კაც მო­ირ­გო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­უხ­და, მო­ის­მი­ნა მათი მო­რი­დე­ბუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნოდ მო­სას­მე­ნი გლე­ხუ­რი ამ­ბე­ბი და ვფიქ­რობ ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი გა­მოგ­ვემ­შვი­დო­ბა.

დიდი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ამ გუ­ლა­ლა­ლი ხალ­ხის, ქა­ლე­ბის, მათი ნა­კე­თე­ბის მო­წო­ნე­ბის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის.ორი წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­ფი­ნან­სა სამ­ქარ­გვე­ლო სა­ხე­ლოს­ნო აჭა­რა­ში, კა­ტა­ლო­გიც გა­მო­ი­ცა, ეს ამ­ბა­ვი მა­შინ ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა, წინ წაგ­ვწია და დღე­ვან­დლამ­დე მო­იყ­ვა­ნა ეს საქ­მე.

ბევ­რი სტუმარი, ფო­ტოგ­რა­ფი,ტუ­რის­ტი, მე­გო­ბა­რი, ახ­ლო­ბე­ლი გვსტუმ­რობ­და გუ­შინ.

არ და­ვიღ­ლე­ბი მად­ლი­ე­რე­ბით, ყვე­ლას მი­მართ ვი­საც უყ­ვარს ჩვე­ნი პა­ტა­რა, ფე­რა­დი ქვე­ყა­ნა, ზრუ­ნავს და აფა­სებს ყვე­ლა­ფერს ფა­სე­ულს და ნამ­დვილს.ჩვენ კი დიდი და დი­ა­დი გეგ­მე­ბი გვაქვს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა!!

აჭა­რე­ლი ქა­ლე­ბი დღე­საც გიმსპინ­ძლე­ბენ გარ­დე­ნი­ა­ში და ხვალ დაბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ სო­ფელ­ში, ღორ­ჯომ­ში. მათი ფე­რა­დი ნა­ქარ­გე­ბის და ღუნ­ღუ­ლა წინ­დე­ბის შე­ძე­ნა კი გარ­დე­ნი­ა­ში, ჩვენს პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში შე­გეძ­ლე­ბათ", - წერს ზურა შე­ვარ­დნა­ძე.