რუსეთში სკანდალებით ცნობილი ქართული წარმომავლობის ბლოგერი - დაპირისპირება მამასთან და ფოტოები თბილისიდან - ვინ არის რუსული შოუების ვარსკვლავი ვიოლეტა ჩიქოვანი - კვირის პალიტრა

რუსეთში სკანდალებით ცნობილი ქართული წარმომავლობის ბლოგერი - დაპირისპირება მამასთან და ფოტოები თბილისიდან - ვინ არის რუსული შოუების ვარსკვლავი ვიოლეტა ჩიქოვანი

სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექტ "უკა­ნას­კნე­ლი გმი­რის" სა­ი­უ­ბი­ლეო სე­ზონ­ში, რუ­სეთ­ში ორი ქარ­თვე­ლი მშობ­ლებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს. ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვაა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში მა­მას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბილ გი­ნე­კო­ლოგ ნი­კო­ლოზ ქსნე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად თა­მა­შობს (ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა დე­დის გვარ­ზეა. რედ.), მე­ო­რე კი, მა­მით ქარ­თვე­ლი, ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი ვი­ო­ლე­ტა ჩი­ქო­ვა­ნია, რო­მე­ლიც შო­უ­ში დე­დას­თან ერ­თა­დაა.

შო­უ­ში ირაკ­ლი­სა და ვი­ო­ლე­ტას შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. ფირ­ცხა­ლა­ვამ ბლო­გე­რის დე­დას ასი წლის ქალი უწო­და. ამ დროს ვი­ო­ლე­ტამ ირაკ­ლის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა შე­ახ­სე­ნა და სთხო­ვა, ამის­თვის მა­ინც ეცა პა­ტი­ვი.

acasa-44186-1699198594.jpg

ვინ არის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის, რუ­სეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ბლო­გე­რი, ვი­ო­ლე­ტა ჩი­ქო­ვა­ნი. ვე­ცა­დეთ, ქა­ლის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა.ვი­ო­ლე­ტას რუ­სეთ­ში იც­ნო­ბენ რო­გორც მი­ზან­და­სა­ხულ და შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ანს, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და­ეხ­მა­რა.

"ის ცნო­ბი­ლი გახ­და სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­ე­ბით სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ პლატ­ფორ­მი­დან, დღეს კი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებს შტურ­მით იღებს", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ბავ­შვო­ბა და ად­რე­უ­ლი წლე­ბი

ვი­ო­ლე­ტა ჩი­ქო­ვა­ნი 1994 წლის 17 აპ­რილს რუ­სე­თის ქა­ლაქ ვოლ­გოგ­რად­ში და­ი­ბა­და. ის ოჯახ­ში მე­ო­რე გო­გო­ნაა, მამა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, დედა კი ნა­ხევ­რად იტა­ლი­ე­ლი რუსი გახ­ლდათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოჯახ­ში კი­დევ ერთი გო­გო­ნა და­ი­ბა­და, ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, რუ­სეთ­ში სამ ქა­ლიშ­ვილს მკაც­რად ზრდი­და. (გააგრძელეთ კითხვა)

"ირაკლიმ მოხუცებული მამა წყალში მიატოვა..." - სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო, რომელიც რუსულ შოუში მამასთან, საქართველოში ცნობილ გინეკოლოგთან ერთად მონაწილეობს