თურქეთში მომიტინგეებმა ინჯირლიკის ავიაბაზაზე შეჭრა სცადეს, პოლიციამ მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა
თურქეთში, ადანასთან, გარკვეულმა ჯგუფმა ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე შეჭრა სცადა, სადაც აშშ-ის ძალებია დისლოცირებული.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
პოლიციის ჯგუფებმა უსაფრთხოების ზომები მიიღეს და ბაზის მიმდებარე ქუჩები ჩაკეტეს.
მომიტინგეები ღაზაში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ.
IPN