ქართველი ძიუდოისტების ოთხი ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე: თუშიშვილი, გრიგალაშვილი, ბექაური და სულამანიძე მეორე ადგილს დასჯერდნენ - კვირის პალიტრა

ქართველი ძიუდოისტების ოთხი ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე: თუშიშვილი, გრიგალაშვილი, ბექაური და სულამანიძე მეორე ადგილს დასჯერდნენ

მონ­პე­ლი­ე­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ქარ­თველ­მა ძი­უ­დის­ტებ­მა ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს.

სხვე­ბის მსგავ­სად, გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლიც (+100 კგ) ვერ­ცხლის მე­დალს დას­ჯერ­და

თუ­შიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი წრი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, ხოლო შემ­დეგ ერიკ აბ­რა­მო­ვი (გერ­მა­ნია), მუ­ნირ ერტუ­გი (თურ­ქე­თი) და რი­ჩარდ სი­პო­ჩი (უნ­გრე­თი) და­ა­მარ­ცხა, ფი­ნალ­ში კი და­მა­ტე­ბით დრო­ში მარ­ტი პუ­უ­მა­ლა­ი­ნენ­თან (ფი­ნე­თი) მარ­ცხი გა­ნი­ცა­და. არა­და, ვა­ზა­რით იგებ­და, მაგ­რამ მე­ტო­ქემ ძი­რი­თა­დი დრო­ის და­სას­რულს ან­გა­რი­ში გა­უ­თა­ნაბ­რა და სა­ბო­ლო­ოდ სძლია.

ამ­რი­გად, ტურ­ნირ­ზე ფი­ნალ­ში ოთხი ქარ­თვე­ლი და­მარ­ცხდა - თუ­შიშ­ვი­ლის გარ­და ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი ლაშა ბე­ქა­ურ­მა, ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა და ილია სუ­ლა­მა­ნი­ძემ მო­ი­პო­ვეს.

sportall.ge