ვისესხებ… ლურჯ მონეტებს - კვირის პალიტრა

ვისესხებ… ლურჯ მონეტებს

არ მიყვარს ფულის სესხება...

ასე ჩამინერგეს ჩემმა მშობლებმა. გამოიზოგე და იმყოფინეო. მართალი გითხრათ ხანხადან ძალიანაც მომდომებია და დამჭირვებია, ამიტომ ასეთი პრინციპულიც ვერ გამოვდექი. თვითონ ადვილად გავცემ, მაგრამ მერე მავიწყდება და ამიტომაც  ბევრჯერ მოვხვედრილვარ გაუგებარ და უსიამუვნო  მდგომარეობაში. მიხარია უცებ რომ ფულს მიბრუნებენ და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ, როცა ვაგვიანებ და მახსენებენ... და თუ ასეა, გადავწყვიტე უნდა ჩავიწერო, რომ არც სხვა და არც მე არ დავზარალდე... ასეც ვიქცევი.

თანაც რაღაც უცნაურად ჩამრჩა ჩემი ერთი მეგობრის ნათქვამი - თუ რამე  ძვირფასი  მაქვს შეძენილი, ყველაფერი ნასესხები ფულითო. რომ გავოცდი, მიპასიხა - რა ვქნა რამდენჯერაც გადავწყვიტე - ვერ ვაგროვებ და ვერც ვყიდულობ. ნასასხებით კი კიდევაც ვყიდულობ და მერე ისიც ვიცი რომ უნდა გავისტუმრო. ასე თუ შემრჩა რაღაცებიო.. მოკლედ დამაფიქრა და სპეციალური ”ბლოკნოტიც” გავიჩინე.

ამ ამბავთან კიდევ რამე თუ მექნებოდა მოსაფიქრებელი როგორ  წარმოვიდგენდი, მაგრამ რეები არ ჩნდება ცხოვრებაში.

მოკლედ ახალი სპეციალური კონვერტი გაჩნდა ჩემს ჩანთაში. კონვერტი ”ლურჯი მონეტებისთვის” - რა ვქნა თავიდა ძალიან მომეწონა ეს იდეა. მიყვარს ეს სახალისო რამეები... ამოჭერი , დააგროვე და მერე აირჩიე რაღაცები, იაფად. ვჭრი ამ კუპონებს, საგულდაგულოდ ვალაგებ კონვერტში და ვანაწილებ. მოკლედ ვარ ასე შეგროვება-განაწილებაში.

წინა კვირას,  სამსახურიდან გასვლისას ჩემი თანამშრომელი დამეწია და მითხრა დიდი მხატვრების სერიიდან   ”მონე” არა მაქვს, ყიდვა მინდა და იქნებ მასესხო ორშბათამდეო. მეც საფულე ამოვიღე და ლელამ სიცილით გამაჩერა  ფულს არ გთხოვ, 3 მონეტა  მასესხეო.

მონეტაო?  ამას არ ველოდი და ჩემი კონვერტი ვიპოვე, 3 ცალი გავასესხე და ახალი ჩანაწერიც გაჩნდა,  ვასესხე და ვისესხე. ვასესხეს გასწვრივ 3 მივაწერე... (ისე ჯერ არ დაუბრუნებია). მე კი რამდენი კონვერტს დავინახავ -  ვხალისობ, თან ვჩქარობ, რადგან ვიცი თებერვლიდან რაღაცები იცვლება... ამიტომ დროა, განცხადება  გაუშვა ”სიტყვა და საქმეში” - ”სასწრაფოდ ვისესხებ ”ლურჯ მონეტებს” 1 თებერვლამდე!”.  რა ვქნა, მჭირდება!