რა ხდება ალექსანდრა პაიჭაძესა და დათო კოდუას შორის
დათო კოდუამ და ალექსანდრა პაიჭაძემ, შვილის, ვიქტორიას დაბადების დღე ერთად აღნიშნეს. ვიკი 2 წლის გახდა. წვეულების ფოტოები სადღესასწაულო ცენტრიდან, მოდელმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
კოდუა-პაიჭაძის წყვილის ირგვლივ დიდი ხანია მითქმა-მოთქმაა. ბოლო დროს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და კოდუა ყოფილ მეუღლეს დაუბრუნდა. თუცა ეს არავის დაუდასტურებია.
საქმე იმაშია, რომ ორი თვის წინ, დათო კოდუას ძმამ, ერეკლე კოდუამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კოდუა, ყოფილ მეუღლესთან ნათია გედევანიშვილთან არის გადაღებული. მოგვიანებით კიდევ ერთი საერთო ფოტო ნათიამ გამოაქვეყნა.
ambebi.ge -სთან საუბარში, კოდუას დედამ აღნიშნულის თაობაზე განაცხადა, რომ "რეალურად მის ვაჟს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია." (განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები)