რას ამბობს იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც საქართველოში ბევრს გააღიზიანებს
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა იტალო კუჩიმ Radio Marte-ის ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველისთვის წლევანდელი სეზონი უფრო რთულია და ძველებური ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო დასჭირდება.
"სამწუხაროდ, კვარაცხელია ძველებურად ვეღარ ბრწყინავს,. ეს სიმართლეა, თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს. მიხვდა, რომ ჩემპიონია, შარშან ის ამისთვის იბრძოდა, დღეს კი გამორჩეული ფეხბურთელია. იმის გაგება, თუ რა სჭირს კვარაცხელიას, სრულიად არ არის რთული. მთლიანად გუნდს სჭირდება გარსიას სტილთან ადაპტაცია", - განაცხადა კუჩიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
SPORTALL.GE