ზელენსკიმ პირდაპირ ეთერში პუტინს აგინა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები არ არიან მზად, თავიანთი თავისუფლება "დედა...ულ" პუტინს დაუთმონ. ამის შესახებ ზელენსკიმ NBC news-ის პროგრამის "Meet the Press" ეთერში განაცხადა.
"მე ბევრი ძალა მაქვს. თუმცა, ძლიერებადაც რომ ვგრძნობდეთ ჩვენ თავს და ბევრი ენერგიაც რომ გვქონდეს, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ომი გვინდა, რადგან ფასი მაღალია, ომი გვართმევს საუკეთესოებს, საუკეთესო გმირებს, საუკეთესო მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს. თუმცა ჩვენ არ ვართ მზად, რომ ჩვენი თავისუფლება ამ დედა...ულ პუტინს დავუთმოთ. აი, ამიტომაც ვიბრძვით", - განაცხადა ზელენსკიმ.