"რა კაცი წავიდა... რანაირად გამოვხატო გულისტკივილი" - რას წერენ გარდაცვლილი ახალგაზრდა მომღერლის, ზვიად აბაშიძის მეგობრები?
გარდაიცვალა ახალგაზრდა მომღერალი და მსახიობი ზვიად აბაშიძე. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს.
"არ ვიცი ახლა რა უნდა დავწერო? რა სიტყვები უნდა მოვძებნო იმ ტკივილის გამოსახატად ეხლა რასაც ვგრძნობ? ჩვენი ყველას ძმა აღარ არის:შეხვედრამდე ჩემო გულიანო ძმაო", - წერს მსახიობი გოგა მესხი.
მაიკო კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი: "ძალიან ჩამწყდა გული ზვიად"
მამუკა ლომაშვილი: "რა კაცი წავიდა. ნათელში იყავი... ძალიან ცუდი ამბავია".
"ზვიად, რანაირად დავიჯერო ეხლა ეს? რა დავწერო, რანაირად გამოვხატო გულისტკივილი, რანაირად…. შენი ფრაზა იყო ნუცას სკოლაში, რა კარგები ვართ, ნეტა არ დავიხოცნეთო შენთან რა უნდოდა სიკვდილს ბიჭო!" - წერს ნინი შერმადინი.
გიორგი ბუშელაშვილი: "ყოველთვის მემახსოვრები, ზვიად, გენაცვალე ძმაო. მოვა დრო და ისევ ერთად ვიქნებით. მოკლედ, ინტერესი დიდია, ყველას ვერ გწერთ. გარდაიცვალა საზღვარგარეთ. დავწერ როცა ჩამოასვენებენ...".
მომღერლის გარდაცვალების მიზეზებზე დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.