"ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელები ცოცხლები რომ დადიან, ამიტომაც გვიბედავენ..." - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი - კვირის პალიტრა

"ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელები ცოცხლები რომ დადიან, ამიტომაც გვიბედავენ..." - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოფელ კირბალთან, ლომისის ტაძართან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას სოციალური ქსელით ეხმაურება.

"ოთხოზორიას მკვლელი რომ ცოცხალი დადის მაგიტომ გვიბედავენ, ტატუნაშვილის მკვლელები რომ ცოცხლები დადიან, მაგიტიმაც გვიბედავენ. ვაბედინებთ და გვიბედავენ. ოდნავ თავმოყვარე ქვეყანა ახლა სავიზო რეჟიმს მაინც გაუმკაცრებდა რუსებს. მარა, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება არაფერს არ იზამს. ამიტომაც უნდა გავუშვათ ეს ქვეყნის დამბეჩავებელი "ოცნება" და "ნაცები" არ მოვუშვათ. რთულია, მარა აუცილებელი", - წერს ელისაშვილი.