"დაბადების დღე ჰქონდა, ერთ-ერთ საჩუქარში კი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა" - ვალერი ზალუჟნის თანაშემწე აფეთქების შედეგად დაიღუპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, გენადი ჩასტიაკოვი კიევის რეგიონში, სოფელ ჩაიკაში, საკუთარ სახლში უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
როგორც ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს, ჩასტიაკოვს დაბადების დღე ჰქონდა, ერთ-ერთ საჩუქარში კი ასაფეთქებელი იყო.
"დღეს, ავის დაბადების დღეზე, ოჯახის წრეში დაიღუპა ჩემი მეგობარი და დამხმარე, მაიორი გენადი ჩასტიაკოვი. ერთ-ერთ საჩუქარში უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო და აფეთქდა". (გააგრძელეთ კითხვა)