ფონიჭალაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე 19 წლის გოგო ემსხვერპლა
ფონიჭალაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 19 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა გზის გადაკვეთას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE -ს განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის ორი მუხლით: 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) და 128-ე (განსაცდელში მიტოვება). (წყარო)