"არ მომ­წონს სან­დროს წარ­სულ­თან ჩემი და­კავ­ში­რე­ბა" - სანდრო შელიასა და მისი ახალი რჩეულის გულახდილი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"არ მომ­წონს სან­დროს წარ­სულ­თან ჩემი და­კავ­ში­რე­ბა" - სანდრო შელიასა და მისი ახალი რჩეულის გულახდილი ინტერვიუ

ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, ბიზ­ნეს­მენ­მა სან­დრო შე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლისტ ნინა ხუ­ბუ­ტი­ა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნია იტა­ლი­ა­ში გა­ი­მარ­თა. სან­დრო ნი­ნას ეკ­რა­ნი­დან იც­ნობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ახ­ლოვ­დნენ. თა­ვი­დან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქოდ­ნათ, პა­ე­მა­ნი კი სექ­ტემ­ბერ­ში შედ­გა.

სან­დრო შე­ლი­ას პირ­ვე­ლი ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს. ნინა ერთხელ იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამ ნა­ბიჯს ძა­ლი­ან ნა­ნობს. მას წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან შვი­ლი არ ჰყო­ლია.

წყვილ­მა გა­და­ცე­მა­ში "სტუმ­რად ლე­ლას­თან“ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა

ნინა ხუ­ბუ­ტია:

- კრი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, ეს ნორ­მა­ლუ­რია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ ნე­გა­ტი­ურ კონ­ტექტსში რომ წე­რენ კო­მენ­ტარს. რო­დე­საც სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი, პირ­ველ დღე­ებ­ში ყვე­ლა კო­მენ­ტარს ვკი­თხუ­ლობ­დი, იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჯან­სა­ღად მაკ­რი­ტი­კებ­დნენ და მე ნამ­დვი­ლად გა­მო­ვას­წო­რე ის რა­ღა­ცე­ბი.

და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ ტა­ლახს რომ იღებ, მა­შინ, რო­დე­საც არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­გი­შა­ვე­ბია, შენ­თვის ხარ, ბედ­ნი­ე­რად, არ გაქვს პრე­ტენ­ზია რომ რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ, რთუ­ლია... ბევ­რი კო­მენ­ტა­რი შემ­ხვდა, - ვინ არი­ან ესე­ნი, ვინ არის ეს გოგო... ვფიქ­რობ, რომ ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით ბევ­რი კარ­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

არ მომ­წონს სან­დროს წარ­სულ­თან ჩემი და­კავ­ში­რე­ბა. (გააგრძელეთ კითხვა)

ჯვრისწერა იტალიაში - სანდრო შელიამ ახალ რჩეულზე ოფიციალურად იქორწინა, თათია შარანგიასთან 10-წლიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ